70
გიორგი გულიაშვილით იტალიური “ბოლონია” დაინტერესდა.
გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც “სარაევოსთან” დაახლოვებული წყაროა, ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ იტალიური კლუბი მზადაა, 4 000 705 ევრო გადაიხადოს. თუ ტრანსფერი შედგა, ეს იქნება როგორც ბოსნიის ჩემპიონატის, ისე თავად “სარაევოს” რეკორდი. ბოსნიური საინფორმაციო სშუალების მიხედვით, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
გიორგი გულიაშვილი,”იბერია 1999″(ყოფილი “საბურთალო”) საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია და საქართველოში სწორედ ამ გუნდის ღირსებას იცავდა. ის 2022 წელს გადავიდა “სარაევოში”, რომელსაც მცირე ხნით ასევე ბოსნიურ “ველეჟში” ჰყავდა განათხოვრებული