ისრაელის პრემიერმინისტრმა დაადასტურა, რომ მან გასცა ბრძანება ჰეზბოლაზე თავდასხმაზე, რომლის დროსაც ტერორისტებს ასობით პეიჯერი აუფეთქდათ. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ფაქტობრივად აღიარა ებრაულ მედიაში გაჟონილი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სექტემბერში ჰეზბოლაზე პეიჯერისა და ვოკი-თოლიკის თავდასხმების უკან ისრაელი იდგა.
“პეიჯერების ოპერაცია და ნასრალას ლიკვიდაცია თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც ჩატარდა”, — განაცხადა ნეთანიაჰუმ მთავრობის სხდომაზე.
შეგახსენებთ, 17 და 18 სექტემბერს ლიბანში ჰეზბოლას პეიჯერები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები აფეთქდა, რის შედეგადაც ორმოცზე მეტი ტერორისტი გარდაიცვალა, სამი ათასზე მეტი კი დაშავდა, მათ შორის, ასობით ჰეზბოლელმა მხედველობა და კიდურები დაკარგა