შაბათი, აპრილი 18, 2026
Home პოლიტიკა პუტინი ომის დასრულებით დაინტერესებული არ არის – გერმანიის თავდაცვის მინისტრი

პუტინი ომის დასრულებით დაინტერესებული არ არის – გერმანიის თავდაცვის მინისტრი

by admin

პუტინი ომის დასრულებით დაინტერესებული არ არის. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

“ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად ამერიკელების, ევროპელებისა და უკრაინელების ძალისხმევის მიუხედავად, მოსკოვიდან არ მოდის სიგნალები, რომ პუტინი ომის დასრულებით დაინტერესებულია. ჩემი აზრით, პუტინს ნატო-ს წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი მსოფლიო ომის დაწყების განზრახვა არ აქვს. მას ალიანსის შიგნიდან განადგურება სურს. მისი ერთიანობის ეჭვქვეშ დაყენებითა და საჰაერო სივრცის დარღვევებზე ალიანსის რეაგირების გამოცდით”, – აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay