შაბათი, აპრილი 18, 2026
Home პოლიტიკა გეგმის 20 პუნქტი არსებობს, შესაძლოა, იქ ყველაფერი იდეალური არ არის, მაგრამ გეგმა მზადაა – ზელენსკი

გეგმის 20 პუნქტი არსებობს, შესაძლოა, იქ ყველაფერი იდეალური არ არის, მაგრამ გეგმა მზადაა – ზელენსკი

by admin

გეგმის 20 პუნქტი არსებობს – შესაძლოა, იქ ყველაფერი იდეალური არ არის, მაგრამ გეგმა მზად არის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ჩვენი გუნდი მაიამიდან ბრუნდება. დეტალებს დღეს ღამე გაგვაცნობენ. ჩემი აზრით, ყველაფერი მნიშვნელოვანი, რაც პირველი პროექტისთვის უნდა გაგვეკეთებინა, უკვე მზად არის. გეგმის 20 პუნქტი არსებობს. შესაძლოა, იქ ყველაფერი იდეალური არ არის, მაგრამ გეგმა მზად არის. უკრაინა, ევროპა და აშშ უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობენ. ჩვენსა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების ორმხრივი გარანტიების შესახებ ცალკე დოკუმენტი არსებობს. ვთვლით, რომ ეს არის დოკუმენტი, რომელიც აშშ-ის კონგრესმა უნდა განიხილოს. დოკუმენტების ძირითადი ნაწილი მზად არის. არის რაღაცები, რისთვისაც ჩვენ მზად არ ვართ. დარწმუნებული ვარ, არის რაღაცები, რისთვისაც რუსები მზად არ არიან. ახლა ამერიკელები რუსეთის წარმომადგენლებს ესაუბრებიან და შემდეგ ცნობებს მათგან მივიღებთ” – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა

 

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay