ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
Home მსოფლიო ლიპეცკის აეროდრომზე, სპეცოპერაციის შედეგად, მტრის “სუ-30” და “სუ-27” ტიპის სამხედრო თვითმფრინავები დაიწვა – უკრაინის დაზვერვა

ლიპეცკის აეროდრომზე, სპეცოპერაციის შედეგად, მტრის “სუ-30” და “სუ-27” ტიპის სამხედრო თვითმფრინავები დაიწვა – უკრაინის დაზვერვა

by admin

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, ლიპეცკში რუსეთის სამხედრო აეროდრომზე წარმატებული ოპერაცია განახორციელეს, რის შედეგადაც მტრის „სუ-30“ და „სუ-27“ ტიპის ორი მოიერიშე თვითმფრინავი განადგურდა.

უწყების ცნობით, 20-21 დეკემბრის ღამეს ლიპეცკის მახლობლად მდებარე რუსეთის სამხედრო აეროდრომზე ხანძარი გაჩნდა და მტრის კუთვნილი ძვირადღირებული „სუ-30“ და „სუ-27“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები დაიწვა.

„უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, აგრესორის ორივე სამხედრო თვითმფრინავი მწყობრიდან გამოვიდა. მათი სავარაუდო ჯამური ღირებულება 100 მილიონ დოლარამდეა“, – აცხადებენ უწყებაში.

მათი ინფორმაციით, ლიპეცკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სპეცოპერაციის დაგეგმვას ორი კვირა დასჭირდა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay