პარასკევი, აპრილი 24, 2026
Home პოლიტიკა დიმიტრი პესკოვი – ვლადიმერ პუტინი ემანუელ მაკრონთან დიალოგისთვის მზად არის

დიმიტრი პესკოვი – ვლადიმერ პუტინი ემანუელ მაკრონთან დიალოგისთვის მზად არის

by admin

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ემანუელ მაკრონთან დიალოგისთვის მზად არის, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

“მან [მაკრონმა] თქვა, რომ პუტინთან საუბრისთვის მზად არის. მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ის, თუ რა თქვა პრეზიდენტმა პირდაპირი ხაზის დროს. მაკრონთან დიალოგის მზადყოფნა მანაც გამოთქვა. ასე რომ, თუ პოლიტიკური ნება ორმხრივად არსებობს, მაშინ ამის მხოლოდ დადებითად შეფასება შეიძლება”, – განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, 19 დეკემბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირდაპირ დიალოგში ჩართვა მოუწევს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay