5
ბერლინში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა.
“ბოლო ორი დღის განმავლობაში უკრაინასა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები კონსტრუქციული და პროდუქტიული იყო, ახლა მედიაში ბევრი ანონიმური სპეკულაცია ვრცელდება, ჭორებსა და პროვოკაციებს ნუ დაუჯერებთ. სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ხელმძღვანელობით ამერიკული გუნდი უკიდურესად კონსტრუქციულად მუშაობს, რათა უკრაინას ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმებისკენ გზის პოვნაში დაეხმაროს. უკრაინული გუნდი პრეზიდენტ ტრამპისა და მისი გუნდის მიერ გაწეული ძალისხმევისთვის მადლიერია” – – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში წერს.
დღეს გერმანიის დედაქალაქში ასევე ელოდებიან საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს, ნიდერლანდების პრემიერს დიკ სხოოფს, იტალიის პრემიერ-მინისტრს ჯორჯა მელონის და ფინეთის პრეზიდენტს ალექსანდრ სტუბს.
ფინეთის პრეზიდენტი ბერლინში კვირას ჩავიდა და უკვე შეხვდა დონალდ ტრამპის წარმომადგენლებსა და ვოლოდიმირ ზელენსკის.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიერ გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, ზელენსკის შეხვედრა ევროპელი ლიდერებთან დღეს თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება