ხუთშაბათი, დეკემბერი 18, 2025
Home მსოფლიო ბერლინში უკრაინისა და ამერიკის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდა

ბერლინში უკრაინისა და ამერიკის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდა

by admin

გერმანიის დედაქალაქში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის „სამშვიდობო გეგმაზე“ მოლაპარაკებები გაგრძელდა.

როგორც ცნობილია, 14 დეკემბერს, უკრაინის დელეგაცია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით ბერლინში ჩავიდა.

ზელენსკიმ მოგვიანებით განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა და ორშაბათს დილით გაგრძელდება.

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანი პროგრესი“ იქნა მიღწეული.

15 დეკემბერს, დელეგაციის წყარომ უკრაინულ მედიას განუცხადა, რომ უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის „სამშვიდობო გეგმაზე“ მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიწყო.

ბერლინში ასევე ელოდებიან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ დიკ სხოოფს, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისა და ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay