74
ევროკავშირის დელეგაცია ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტს ხვდება. ევროპული ქვეყნების მაღალი რანგის 8 წარმომადგენლისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი გაყალბებული არჩევნები და მიტაცებული ხელისუფლებაა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიისთვის სპეციალური განცხადებაც გაკეთდება.
ევროკავშირის დელეგაციაში არიან:
- გერმანია -საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი;
- ფინეთი – პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იუკა კოპრა;
- შვედეთი – ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ერიკ ოტოსონი;
- საფრანგეთი – საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ფრედერიკ პეტი;
- ლიეტუვა – საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი;
- ლატვია – პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ინარა მურნიეცე;
- ესტონეთი – პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი;
- პოლონეთი – პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტი მიჰაუ კამინსკი.