სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაამოწმებდა იმას, თუ რა ტიპის ფხვნილი შეიძინა თავის დროზე ვანო მერაბიშვილმა, თუმცა ეს ჩემი ვარაუდია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ BBC-ის საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით განაცხადა.
“მე ასე მგონია, იმიტომ, რომ სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაამოწმებდა იმას თუ რა ტიპის ფხვნილი შეიძინა თავის დროზე ვანო მერაბიშვილმა, თუმცა ეს ჩემი ვარაუდია, ჯობს დაველოდოთ ოფიციალურ გამოძიებას და მის შედეგებს. არ იქნება სერიოზული, რომ მე წინ გავუსწრო გამოძიებას და გითხრათ ის თუ რამდენად აკრძალული ან არაკრძალული ნივთიერებები იყო გამოყენებული, უფრო სერიოზული იქნება თუ მოგიწოდებთ, რომ დაველოდოთ გამოძიებას და გამოძიებისგან მივიღოთ პასუხი. გამოძიება დაიწყო და გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა ნივთიერებებს შეიცავდა ფხვნილი, როგორ შეიძლება მე ასეთი არასერიოზული განცხადება გავაკეთ და ვთქვა, რომ რაღაცას შეიცავდა და რაღაცას არ შეიცავდა. 2009 წელს გარკვეული გამხსნელი ფხვნილი შეიძინა ვანო მერაბიშვილმა, რა თქმა უნდა, შეიძლება ვისაუბროთ გადამოწმების ვალდებულებაზე, მაგრამ თუ ვინმეს პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს, თეორიულად ასეთ შემთხვევაში, ეს არის, რა თქმა უნდა, ვანო მერაბიშვილი, იმიტომ, რომ შეგნებულად კონკრეტული ფხვნილი გამოდის, რომ შეუძენია, თუ ასეთი რამე დადგინდა. არ გისურვებთ, რომ თქვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გამოვლინდეს როგორც დამნაშავე ამ საქმეში”, – განაცხადა კობახიძემ