რაც შეეხება ნივთიერების გარევას, ნივთიერება იყო გარეული. მთავარია, იყო თუ არა ეს ნივთიერება აკრძალული – შს სამინისტრომ უკვე დაადასტურა, რომ ნივთიერება “კამიტი“ არა თუ არ გამოყენებულა, შს სამინისტროს არც არასდროს შეუძენია, მათ შორის არც “ნაცმოძრაობის“ რეჟიმის პირობებში! – ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს, რომელმაც კითხვის დასმისას კობახიძეს შს მინისტრისა და მისი მოადგილის შარშანდელი განცხადებები შეახსენა, რომლის მიხედვითაც, წყლის ჭავლში კონკრეტული ნივთიერება იყო გარეული.
“რაც შეეხება ინფორმაციას “კამიტის“ გამოყენებასთან დაკავშირებით, ამაზე მტკიცებითი ფორმით BBC-ი საუბრობდა, თუმცა შს სამინისტრომ უკვე დაადასტურა, რომ ეს ნივთიერება არა თუ არ გამოყენებულა, შს სამინისტროს არც არასდროს შეუძენია, მათ შორის “ნაცმოძრაობის“ რეჟიმის პირობებში.
მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს და ყველა დეტალი ფხვნილთან დაკავშირებით იქნება გასაჯაროებული.
პირველი ინფორმაცია გასაჯაროვდა, რომ “კამიტი“ არ გამოყენებულა. შესაბამისად, შს სამინისტრომ BBC-ი სიცრუეში უკვე ამხილა. დეტალური ინფორმაცია გამოძიების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება. სწორედ ამის საფუძველზე ვაპირებთ მივმართოთ როგორც მარეგულირებელ კომისიას ბრიტანეთში, ისე საერთაშორისო მართლმსაჯულებას. BBC-მ უნდა უარყოს ცრუ ინფორმაცია, რომელიც მან გაავრცელა. მე ასე მგონია, იმიტომ, რომ სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაამოწმებდა იმას თუ რა ტიპის ფხვნილი შეიძინა თავის დროზე ვანო მერაბიშვილმა, თუმცა ეს ჩემი ვარაუდია, ჯობს დაველოდოთ ოფიციალურ გამოძიებას და მის შედეგებს. არ იქნება სერიოზული, რომ მე წინ გავუსწრო გამოძიებას და გითხრათ ის თუ რამდენად აკრძალული ან არაკრძალული ნივთიერებები იყო გამოყენებული, უფრო სერიოზული იქნება თუ მოგიწოდებთ, რომ დაველოდოთ გამოძიებას და გამოძიებისგან მივიღოთ პასუხი. გამოძიება დაიწყო და გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა ნივთიერებებს შეიცავდა ფხვნილი. როგორ შეიძლება მე ასეთი არასერიოზული განცხადება გავაკეთ და ვთქვა, რომ რაღაცას შეიცავდა და რაღაცას არ შეიცავდა” – განაცხადა კობახიძემ