სამშაბათი, ოქტომბერი 20, 2026
Home პოლიტიკა რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის არანაირი წინაპირობა არ არსებობს – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის არანაირი წინაპირობა არ არსებობს – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

by admin

რუსეთი ამ ეტაპზე ვერ ხედავს წინაპირობებს საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის. ამის შესახებ  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუუსლ გამოცემა „იზვესტიას“ განუცხადეს.

“რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის არანაირი წინაპირობა არ არსებობს, რადგან თბილისი მიჰყვება სააკაშვილის რეჟიმის დროს დაკავებულ პოზიციას და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარის თქმას უკავშირებს. ეს მოთხოვნა თავად საქართველოსთვის არის საზიანო და არარეალური. მოსკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რესპუბლიკების სახელმწიფოებრიობის აღიარების გადაწყვეტილებები შეუქცევადია”, – აღნიშნეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

რუსეთის საგარეო უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ რუსეთი ღიაა საქართველოსთან ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზების ნაბიჯებისთვის იმ დონემდე, რამდენადაც თავად თბილისი იქნება მზად ამისთვის.

„ბურთი საქართველოს მოედანზეა, რომელიც, ჩვენი აზრით, ამით სხვებზე მეტად უნდა იყოს დაინტერესებული“, – თქვეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay