81
ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერობს
ამ დროისთვის მას საარჩევნო კოლეგიის – 267 ხმა, კამალა ჰარისს კი 214 ხმა აქვს. სენატში რესპუბლიკურმა პარტიამ უმრავლესობა უკვე გაინაღდა, რესპუბლიკური პარტია ჯერჯერობით წარმომადგენელთა პალატაშიც წინ არის.
იმისთვის, რომ საპრეზიდენტო კანდიდატმა გაიმარჯვოს არჩევნებში, საჭიროა 270 ხმის მოგროვება.
დაძაბული საარჩევნო ბრძოლის გამო ორივე პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატისთვის განსაუთრებით მნიშვნელოვანი იყო 7 მერყევ შტატში გამარჯვების მოპოვება. ამ მომენტისთვის, ტრამპმა უკვე გაიმარჯვა 3 შტატში და დანარჩენ ოთხშიც ლიდერობს