სამშაბათი, აპრილი 28, 2026
Home პოლიტიკა ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ – მეთიუ მილერი

ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ – მეთიუ მილერი

by admin

“რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის გვერდით ვდაგავართ”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ჟრნალისტის კითხვაზე პასუხად, საპროტესტო აქციებისა და ოპოზიციის პროტესტის ფონზე, გააგრძელებს თუ არა აშშ ქართველი ხალხის მხარდაჭერას, პოსტსაარცევნო პროცესში.

“ჩვენ ნათლად გამოვხატეთ, რომ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით. ნათლად ვაჩვენეთ, რომ მხარს ვუჭერთ მათ ამბიციას ევროკავშირში გაერთიანებაზე და რომ მომხრე ვართ მათი ევრო-ატლანტიკურ პარტნიორებთან სამომავლო ინტეგრაციის. როგორც იცით, გადახედვის ქვეშაა საკმაოდ დიდი მოცულობის ფულადი დახმარება, რომელსაც საქართველოს მთავრობა ამერიკისგან იღებდა და ამ დახმარებიდან 95 მილიონი დოლარი შეჩერებულია. ეს კი იმ ნაბიჯების გამო, რომლებიც ვნახეთ, რომ საქართველოს ხელისუფებამ გადადგა. განვიხლავთ დამატებით ნაბიჯებსაც, რისი გადადგმაც შეგვიძლია და საჭიროების შემთხვევაში, მათი გამოყენებისგან თავს არ შევიკავებთ”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay