71
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა, საპრეზიდენტო არჩევნებს რესპუბლიკელების „ისტორიული” გამარჯვების შესახებ გამოაცხადა. ტრამპმა მხარდამჭერებს ფლორიდის შტატის ქალაქ უესტ პალმ ბიჩიდან მიმართა და თავისი გამარჯვების გარდა სენატის არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვება აცნობა.
“ეს ყველა დროის დიდებული პოლიტიკური მოძრაობა იყო. ვაპირებთ ჩვენს ქვეყანას განკურნებაში დავეხმაროთ. ჩვენს ქვეყანას, რომელსაც დახმარება სჭირდება. ჩვენს საზღვრებს გამოვასწორებთ, ყველაფერს გამოვასწორებთ. უკვე ნათელია, რომ ჩვენ ყველაზე საოცარ პოლიტიკურ გამარჯვებას მივაღწიეთ. მე თქვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის ვიბრძოლებ. თქვენთვის ყოველდღე ვიბრძოლებ. ეს ამერიკის ოქროს ხანა იქნება”