ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი თავისუფალი მედიის პრემიით დააჯილდოვეს ნორვეგიულმა და გერმანულმა ორგანიზაციებმა – Fritt Ord Foundation და ZEIT Stiftung Bucerius. დაჯილდოების ღონისძიება გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში გაიმართა.
მზია ამაღლობელმა თავისუფალი მედიის ჯილდო მიიღო “ჟურნალისტური კეთილსინდისიერებისა და ეთიკური სტანდარტებისადმი 25-წლიანი ერთგულებისთვის”.
“მინდა იცოდეთ, რომ ეს პრიზი მარტო მე კი არა, ეკუთვნის ჩემს კოლეგებს, ყველა იმ ქართველ ჟურნალისტს, რომლებიც რეპრესიების პირობებში იცავენ და იბრძვიან სიტყვის თავისუფლებისთვის“ – ბათუმელების ცნობით, ასეთია მზია ამაღლობელის მოკლე გზავნილი, რომელიც დაჯილდოების ცერემონიალზე წაიკითხეს.
ჯილდო გადაეცა ექვს მედიას/ჟურნალისტს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპიდან. თავისუფალი მედიის წლევანდელი ლაურეატები არიან:
- მედიაპლატფორმა Gwara Media (უკრაინა)
- ჟურნალისტი და მედიის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი (საქართველო)
- საგამოძიებო ონლაინმედია Direkt 36 (უნგრეთი)
- ფოტოგრაფი და ფოტოჟურნალისტი ალექსანდრა ასტახოვა (რუსეთი)
- მედია არხი Belarusian Investigative Center (ბელარუსი)
- ჟურნალისტი ნარგიზ აბსალამოვა (აზერბაიჯანი)
Free Media Awards ნორვეგიული The Fritt Ord Foundation-ის და გერმანული ZEIT STIFTUNG BUCERIUS-ის საერთო ჯილდოა, რომელიც გადაეცემა ჟურნალისტებსა და მედიებს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის გაძლიერებისთვის