ორშაბათი, ივნისი 8, 2026
Home პოლიტიკა ყაზახეთმა და აშშ-მა კრიტიკული მინერალების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს

ყაზახეთმა და აშშ-მა კრიტიკული მინერალების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს

by admin

ყაზახეთმა და აშშ-მა კრიტიკული მინერალების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს, – ინფორმაციას გამოცემა Kazinform-ი ავრცელებს.

ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი ყაზახეთის მრეწველობის მინისტრმა, ერსაინ ნაგასპაევმა და აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა, ჰოვარდ ლუტნიკმა მოაწერეს.

ვაშინგტონში გამართულ ღონისძიებას ყაზახეთის პრეზიდენტი, კასიმ-ჟომარტ ტოკაევიც ესწრებოდა.

ცნობისთვის, დღეს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ცენტრალური აზიის ქვეყნების – უზბეკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და თურქმენეთის ლიდერებს შეხვდება

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay