ორშაბათი, აპრილი 27, 2026
Home პოლიტიკა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუმ გაიმარჯვა

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუმ გაიმარჯვა

by admin

“მოლდოვა დღეს შენ გაიმარჯვე. ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი ერთიანობის, დემოკრატიის და ღირსეული მომავლისადმი ერთგულების ძალა,” – დაწერა სანდუმ X-ზე

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაია სანდუმ გაიმარჯვა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით ,ხმების 99.50%-ის დათვლის შედეგად პროევროპელ კანდიდატს მაია სანდუს 55.25% ( 923610 ხმა) აქვს, მის კონკურენტს ალექსანდრ სტოიანოგლუს კი 44.75% (748 161). მაია სანდუს გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი დიასპორამ შეასრულა.
სანდუ მხარს უჭერს ქვეყნის პროდასავლურ გზას და ევროკავშირში გაწევრიანებას. არჩევნებში აქტივობამ 54,3% შეადგინა.

 

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay