კვირა, ივნისი 14, 2026
Home მსოფლიო ვოლოდიმირ ზელენსკი ნატო-ში აშშ-ის ელჩს შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკი ნატო-ში აშშ-ის ელჩს შეხვდა

by admin

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ნატო-ში აშშ-ის ელჩს, მეთიუ უიტაკერს შეხვდა, – ინფორმაციას ელჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, ზელენსკის განუცხადა, რომ ომი უნდა დასრულდეს.

„განვაცხადე, რომ ეს უაზრო ომი უნდა დასრულდეს და რომ მშვიდობა – პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევით – წინსვლის ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი გზაა“, – წერს მეთიუ უიტაკერი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, მეთიუ უიტაკერი კიევში იმყოფება. ის გუშინ უკრაინის თავდაცვის მინისტრს, დენის შმიგალს შეხვდა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay