კვირა, ივნისი 14, 2026
Home პოლიტიკა უკრაინა იარაღის ექსპორტისა და ერთობლივი წარმოების ოფისებს ბერლინსა და კოპენჰაგენში გახსნის – ზელენსკი

უკრაინა იარაღის ექსპორტისა და ერთობლივი წარმოების ოფისებს ბერლინსა და კოპენჰაგენში გახსნის – ზელენსკი

by admin

უკრაინა იარაღის ექსპორტისა და ერთობლივი წარმოების ოფისებს ბერლინსა და კოპენჰაგენში გახსნის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა დრონებისა და საარტილერიო სისტემების ექსპორტს განახორციელებს.

„ეს იმ იარაღის ერთობლივ წარმოებასა და ექსპორტს ეხება, რომლის გაყიდვაც შეგვიძლია, რათა საკმარისი თანხა გვქონდეს დეფიციტური შეიარაღების წარმოებისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე, უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, წლის ბოლომდე „ფლამინგოსა“ და „რუტას“ რაკეტების მასობრივი წარმოება იგეგმება

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay