კვირა, ივნისი 21, 2026
Home საზოგადოება რაც მე კორუმპირებულებს ვუყურებ, მაგრამ ასეთი დიდი კორუფცია თუ არსებობდა, ვერ წარმომედგინა, ვერც ის, საქართველოში ამხელა თანხები თუ არსებობდა, მოსაპარადაც, არათუ საშოვნელად – თემურ ჭყონია

რაც მე კორუმპირებულებს ვუყურებ, მაგრამ ასეთი დიდი კორუფცია თუ არსებობდა, ვერ წარმომედგინა, ვერც ის, საქართველოში ამხელა თანხები თუ არსებობდა, მოსაპარადაც, არათუ საშოვნელად – თემურ ჭყონია

by admin

ბიზნესმენ თემურ ჭყონიას განცხადებით, მას ვერ წარმოედგინა საქართველოში ამხელა კორუფცია თუ იყო.

ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრამდე, ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებისა და მათი ნაწილის მისამართით დაწყებული სამართლებრივი პროცედურების შეფასებისას განუცხადა.

“ის, რომ ამხელა კორუფცია იყო, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც მე კორუმპირებულებს ვუყურებ, ასეთი დიდი კორუფცია ვერც წარმომედგინა თუ არსებობდა. ვერც ის, საქართველოში ამხელა თანხები თუ არსებობდა, მოსაპარადაც, არათუ საშოვნელად. ძალიან დიდი თემაა. რა დონეზე შეჩერდება ეს კორუფცია, არ ვიცი. სულ მაღალ ეშელონებში იქნება, ვთქვათ დავლენ გამგებლების, პარლამენტში არსებული მილიონერების დონეზე თუ არ ვიცი”, – განაცხადა თემურ ჭყონიამ „ტვ პირველთან“.

ცნობისთვის, პრემიერ- მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა სასტუმრო „პარაგრაფში“ მიმდინარეობს. შეხვედრაზე ბიზნესმენებმა მთავრობის მეთაურთან ერთად განათლების დაგეგმილი რეფორმა უნდა განიხილონ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay