გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის ოქროს ბურთის გალა ღონისძიებას დაესწრო. საქართველოს ნაკრების წევრი, საუკეთესო მეკარის ნომინაციაზე იყო წარდგენილი:
“ამ დაჯილდოებაზე ყოფნა, ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი მთავარი ოცნება იყო. მიხარია აქ მოხვედრა, რადგან მოვიაზრები ერთ-ერთ ნომინანტად, ეს უკვე დიდი წარმატებაა. მე ვაგრძელებ შრომას და იმედი მაქვს, აქ არაერთხელ ვიქნები. მადლობა გულშემატკივრებს, თანაგუნდელებს და მთელ სამწვრთნელო შტაბს”
“ფრანს ფუტბოლის” უპრესტიჟულესი ჯილდოს – “ოქროს ბურთის” 2023/23 წლების სეზონის დაჯილდოების ცერემონიალი, რომლის ერთ-ერთ ნომინაციაში (საუკეთესო მეკარის) ზედიზედ მეორედ, წარდგენილი იყო ქართველი ფეხბურთელი – საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” (უკვე “ლივერპულისაც”) მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც საბოლოოდ მე-7 ადგილი დაიკავა