შაბათი, ივნისი 6, 2026
Home პოლიტიკა მოხარული ვარ, რომ აშშ შემოგვიერთდა და მნიშვნელოვანი სანქციები დაუწესა იმავე ორ ნავთობკომპანიას, რომელიც გაერთიანებულმა სამეფომ დაასანქცირა – კირ სტარმერი

მოხარული ვარ, რომ აშშ შემოგვიერთდა და მნიშვნელოვანი სანქციები დაუწესა იმავე ორ ნავთობკომპანიას, რომელიც გაერთიანებულმა სამეფომ დაასანქცირა – კირ სტარმერი

by admin

გასულ კვირას გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა რუსეთის ორ უდიდეს ნავთობკომპანიას, რომლებიც პუტინის ომის მანქანას აფინანსებენ, მოხარული ვარ, რომ ახლა აშშ შემოგვიერთდა და იმავე ორ ნავთობკომპანიას მნიშვნელოვანი სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

“პუტინმა თავისი უაზრო აგრესიისთვის ფასი უნდა გადაიხადოს. მკვლელობები ახლავე უნდა დასრულდეს”, – აცხადებს სტარმერი.

შეგახსენებთ, აშშ-მა ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია – “როსნეფტი” და “ლუკოილი” – დაასანქცირა. ასავე, დასანქცირებულია “როსნეფტისა” და “ლუკოილის” 34 შვილობილი კომპანია

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay