სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
Home ეკონომიკა აშშ-მა და ავსტრალიამ იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

აშშ-მა და ავსტრალიამ იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

by admin

აშშ-მა და ავსტრალიამ იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმება გააფორმეს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზემ შეთანხმებას თეთრ სახლში მოაწერეს ხელი.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, ენტონი ალბანეზეს განცხადებით, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, შეთანხმებით გათვალისწინებული იშვიათი მინერალების გადამუშავების პროექტებისთვის ორივე ქვეყანა მილიარდი დოლარის ინვესტიციებს განახორციელებს.

ასევე, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ცნობით, იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთანაც აწარმოებს.

“დაახლოებით ერთ წელიწადში იმდენი იშვიათი მინერალი გვექნება, რომ არც კი გეცოდინებათ რისთვის გამოიყენოთ”, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay