შაბათი, ივნისი 6, 2026
Home მსოფლიო ლავროვი რუბიოს ესაუბრა

ლავროვი რუბიოს ესაუბრა

by admin

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს ესაუბრა, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სატელეფონო საუბრისას „რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის მიღწეული შეთანხმებების განხორციელების შესაძლო კონკრეტული ნაბიჯები განიხილეს“.

“რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის 16 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბრის შედეგად მიღწეული შეთანხმებების განხორციელების შესაძლო კონკრეტული ნაბიჯების შესახებ კონსტრუქციული განხილვა შედგა”, – აღნიშნულია განცხადებაში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay