ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
Home საზოგადოება ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია და მეგობრებზე უარს არასდროს ვამბობ, მე ვებრძვი კობახიძეს, ის არის ცრუ მაბეზღარა, ცილისმწამებელი, რომელმაც დათესა უზარმაზარი ზიზღი, ის უნდა წავიდეს, რომ ქვეყანაში დაისადგუროს სიმშვიდემ – ირმა ინაშვილი

ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია და მეგობრებზე უარს არასდროს ვამბობ, მე ვებრძვი კობახიძეს, ის არის ცრუ მაბეზღარა, ცილისმწამებელი, რომელმაც დათესა უზარმაზარი ზიზღი, ის უნდა წავიდეს, რომ ქვეყანაში დაისადგუროს სიმშვიდემ – ირმა ინაშვილი

by admin

ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია და მე მეგობრებზე უარს არასდროს ვამბობ, – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა “ტვ პირველს” განუცხადა.

ინაშვილმა კომენტარი გააკეთა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გავრცელებულ წერილზე.

მისი თქმით, ერთადერთი ადამიანი, ვისაც ის ებრძვის, ირაკლი კობახიძეა.

“ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია და მე მეგობრებზე უარს არასდროს ვამბობ, ანუ, დღესაც ჩემი მეგობარია, არასდროს დამიტოვებია არცერთი ჩემი მეგობარი და არც ღარიბაშვილს არ დავტოვებ, მე ვამხელ და ვებრძვი პირადად კობახიძეს, და ისევ ვამბობ, რომ კობახიძე არის ცრუ მაბეზღარა, ცილისმწამებელი, საბჭოთა დასმენების კანონების ავტორი და ქართული პოლიტიკის დამაზიანებელი. ადამიანი, რომელმაც დათესა ქვეყანაში უზარმაზარი ზიზღი და აგრესია, არამარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. მე კობახიძეს ვამხელ არა იმიტომ, რომ ვინმე დავაზიანო, ან რაიმე პროცესი დავაზიანო. კობახიძე უნდა წავიდეს, რომ ჩვენ ქვეყანაში ბოლოს და ბოლოს დაისადგუროს სიმშვიდემ. რაც შეეეხება ღარიბასვილის დღევანდელ კომენტარს, მე მის ხვალინდელ წერილს დაველოდები და მერე ვისაუბროთ, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ირმა ინაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის გავრცელებულ წერილში ფიგურირებს.

ირაკლი ღარიბაშვილი გავრცელებულ წერილში წერს, რომ „დღეიდან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, ხვალ ვრცელ წერილს გაავრცელებს.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ „დღეიდან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, ხვალ, 18 აგვისტოს ვრცელ წერილს გაავრცელებს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay