ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგი ნაბიჯი დაჯგუფება „ჰამასის“განიარაღებაა.
ამის შესახებ მან CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.
ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირობები „ძალიან ნათელია“: „ჰამასი“ უნდა განიარაღდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, „ჯოჯოხეთი დაიწყება“ („all hell breaks loose”).
“პირველ რიგში, „ჰამასმა“ იარაღი უნდა დაყაროს. მეორეც, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ღაზაში არ იყოს იარაღის ქარხნები. და რომ ღაზაში იარაღი არ შემდიოდეს კონტრაბანდული გზით. სწორედ ეს არის დემილიტარიზაცია,” – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში იარაღი უნდა დაყაროს. თუ არ დაყრის, ჩვენ დავაყრევინებთ, – თქვა ტრამპმა