კვირა, ივნისი 7, 2026
Home მსოფლიო აშშ-ის, ეგვიპტის, კატარისა და თურქეთის ლიდერებმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

აშშ-ის, ეგვიპტის, კატარისა და თურქეთის ლიდერებმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

by admin

აშშ-ის, ეგვიპტის, კატარისა და თურქეთის ლიდერებმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს, – ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

„ამას 3000 წელი დასჭირდა, წარმოგიდგენიათ? ეს მყარი იქნება. ეს მსოფლიოსთვის შესანიშნავი დღეა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტთან ერთად შეთანხმებას ხელი ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ალ სისიმ, კატარის ამირამ შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანიმ და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოაწერეს.

„ყოველთვის ამბობდნენ, რომ მესამე მსოფლიო ომი ახლო აღმოსავლეთში დაიწყებოდა, მაგრამ ეს აღარ მოხდება“, – აღნიშნა ტრამპმა ეგვიპტეში გამართულ სამიტზე

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay