შაბათი, ივნისი 6, 2026
Home მსოფლიო დონალდ ტრამპი 17 ოქტომბერს თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

დონალდ ტრამპი 17 ოქტომბერს თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

by admin

დონალდ ტრამპი პარასკევს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, – ინფორმაციას Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის 17 ოქტომბერს თეთრ სახლში მიიღებს.

გამოცემის ცნობით, შეხვედრაზე ტრამპი და ზელენსკი განიხილავენ, თუ როგორ აიძულონ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს.

ცნობისთვის, გასულ შაბათ-კვირას აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის ორი სატელეფონო საუბარი შედგა.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay