კვირა, ივნისი 14, 2026
Home საზოგადოება კობახიძე – რაც ათონელის ქუჩაზე ვიხილეთ, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული – მკაცრი ზომები იქნება მიღებული ქუჩაში დღეს, აღიკვეთება ძალადობის ნებისმიერი მცდელობა, მკაცრი ზომები იქნება მიღებული მომდევნო დღეებშიც

კობახიძე – რაც ათონელის ქუჩაზე ვიხილეთ, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული – მკაცრი ზომები იქნება მიღებული ქუჩაში დღეს, აღიკვეთება ძალადობის ნებისმიერი მცდელობა, მკაცრი ზომები იქნება მიღებული მომდევნო დღეებშიც

by admin

მკაცრი ზომები იქნება მიღებული ქუჩაში დღეს, რა თქმა უნდა, აღიკვეთება ძალადობის ნებისმიერი მცდელობა, მკაცრი ზომები იქნება მიღებული მომდევნო დღეების განმავლობაშიც , – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

“როგორც ჩანს მათ ჰქონდათ იმედი, რომ რეალურად იმაზე მეტი ადამიანი მივიდოდა დღეს ქალაქის ცენტრში, ვიდრე რეალურად მივიდა. როდესაც დაინახეს, რომ უკვე 20:00 საათი ხდებოდა და თავისუფლების მოედანი სანახევროდაც არ იყო შევსებული, მათ გადაწყვიტეს ეჩქარათ და იმთავითვე გადავიდნენ ძალადობრივ ქმედებებზე. მათ ჰქონდათ დაანონსებული კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ძალადობით შეცვლა და იმისათვის კონკრეტული ზომებიც მიიღეს. ჩვენ გავაფრთხილეთ ეს ადამიანები, რომ მივიღებდით უმკაცრეს ზომებს, ეს მკაცრი ზომები იქნება მიღებული ქუჩაში დღეს, რა თქმა უნდა, აღიკვეთება ძალადობის ნებისმიერი მცდელობა, მკაცრი ზომები იქნება მიღებული მომდევნო დღეების განმავლობაშიც. რაც ჩვენ ვიხილეთ ათონელის ქუჩაზე, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay