ორშაბათი, აგვისტო 24, 2026
Home საზოგადოება კოპენჰაგენში დღეს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოც მიიღებს

კოპენჰაგენში დღეს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოც მიიღებს

by admin

დღეს კოპენჰაგენში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოც მიიღებს, – ინფორმაციას ევროპული საბჭო ავრცელებს.

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეშვიდე შეხვედრაში მონაწილეობას ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფო და შემდეგი ქვეყნები მიიღებენ: ალბანეთი, ანდორა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ფარერის კუნძულები, საქართველო, გრენლანდია, ისლანდია, კოსოვო, ლიხტენშტეინი, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, სან-მარინო, სერბეთი, შვეიცარია, თურქეთი, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო.

შეხვედრაზე ევროკავშირს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა წარმოადგენს, რომელიც სამიტს დანიის პრემიერ-მინისტრ, მეტე ფრედერიქსენთან ერთად გაუძღვება.

სამიტის ფარგლებში ლიდერები უკრაინის თავდაცვის გაძლიერებისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის ტრადიციული და ჰიბრიდული საფრთხეების, ეკონომიკური უსაფრთხოებისა და მიგრაციის შესახებ იმსჯელებენ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay