პარასკევი, აგვისტო 21, 2026
Home საზოგადოება აგვისტოში ეკონომიკა 6.6%-ით გაიზარდა, 2025 წლის პირველ 6 თვეში – 7.9%-ით – საქსტატი

აგვისტოში ეკონომიკა 6.6%-ით გაიზარდა, 2025 წლის პირველ 6 თვეში – 7.9%-ით – საქსტატი

by admin

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 6.6%-ით გაიზარდა, ხოლო 2025 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9%-ია.

უწყების ცნობით, 2025 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: : ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ენერგეტიკა და ვაჭრობა. კლების ტენდენცია იყო მშენებლობის და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორებში.

საქსტატის ცნობით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქონლის ექსპორტი (FOB) 6.7%-ით გაიზარდა, საქონლის იმპორტი (CIF) 9.7%-ით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა კი – 8.8%-ით

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay