შაბათი, აგვისტო 22, 2026
Home პოლიტიკა უნდა დავიცვათ ჩვენი ცა, “დრონების კედლის” ინიციატივა აუცილებელია, ვნახეთ, რა მოხდა პოლონეთში, ესტონეთში – რეუტი

უნდა დავიცვათ ჩვენი ცა, “დრონების კედლის” ინიციატივა აუცილებელია, ვნახეთ, რა მოხდა პოლონეთში, ესტონეთში – რეუტი

by admin

როდესაც საქმე ეხება უკრაინას, ეს ჩვენი თავდაცვის პირველი ხაზია, ვეხმარებით უკრაინელებს, რადგან ეს ეხება ჩვენს ღირებულებებს, მაგრამ ასევე, რა თქმა უნდა, თავდაცვის პირველ ხაზს, ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებას. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, რომ ისინი ბრძოლაში დარჩნენ, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარ რუტემ, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“უნდა დავიცვათ ჩვენი ცა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვნახეთ, რა მოხდა პოლონეთში დრონებთან, ესტონეთში MIG-31-ებთან დაკავშირებით და ასევე, რა ხდება ახლა დანიაში. დანიაში ჩვენ ჯერ კიდევ ვაფასებთ, თუ რა დგას ამის უკან. მაგრამ როდესაც საქმე პოლონეთსა და ესტონეთს ეხება, ცხადია, რომ ეს რუსები არიან. მაინც ვაფასებთ, მიზანმიმართული ქმედებაა თუ არა ეს. მაგრამ მაშინაც კი, თუ ეს განზრახ არ არის ჩადენილი, უგუნური და მიუღებელი ქმედებაა. ამიტომ, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ცა, ამიტომ „დრონების კედლის“ ინიციატივა დროული და აუცილებელია, რადგან საბოლოო ჯამში, ჩვენ არ შეგვიძლია მილიონობით ევრო ან დოლარი დავხარჯოთ რაკეტებზე დრონების გასანადგურებლად, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე ათასი დოლარი ღირს. ამიტომ, გვჭირდება „დრონების კედელი“. ასევე, როდესაც საქმე ეხება უკრაინას, როგორც თქვენ თქვით, ურსულა, ეს ჩვენი თავდაცვის პირველი ხაზია. ვეხმარებით უკრაინელებს, რადგან ეს ეხება ჩვენს ღირებულებებს, მაგრამ ასევე, რა თქმა უნდა, თავდაცვის პირველ ხაზს, ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებას. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, რომ ისინი ბრძოლაში დარჩნენ, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას. ამერიკელებმა კვლავ გახსნეს კარიბჭეები მათი ლეტალური და არალეტალური იარაღის PURL ინიციატივით. ვფიქრობ, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, რომელიც მოკავშირეების მიერ არის დაფინანსებული. ჩვენ ერთად ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ერთმანეთის ძალა მთელ ამ წამოწყებაში”, – აღნიშნა რუტემ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay