87
ღაზაში ომის დასრულების შესახებ დონალდ ტრამპის გეგმას ფართო საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს, – ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა:
“ჩვენ ფართო მხარდაჭერა გვაქვს, როგორც სპარსეთის ყურის სახელმწიფოებისგან, ისე ევროპელებისგან. გეგმას დიდი მხარდაჭერა აქვს, გარკვეული დეტალები ჯერ კიდევ შესათანხმებელია, თუმცა ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ გეგმა წარმატებული იქნება. ოპტიმისტურად და იმედიანად ვარ განწყობილი. ეს უნდა დასრულდეს”, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, გუშინ თეთრმა სახლმა ღაზაში ომის დასასრულებლად აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის “ყოვლისმომცველი გეგმა” გამოაქვეყნა. გეგმა 20 პუნქტისგან შედგება