სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
Home პოლიტიკა მოლდოვამ ორ პრორუსულ პარტიას 28 სექტემბრის არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა

მოლდოვამ ორ პრორუსულ პარტიას 28 სექტემბრის არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა

by admin

მოლდოვის საარჩევნო კომისიამ ორ პრორუსულ პარტიას 28 სექტემბერს გასამართ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა. 

26 სექტემბერს კომისიამ განცხადება გაავრცელა, რომ პარტიები, Inima Moldovei და Moldova Mare არალეგალური უცხოური დაფინანსების მიღებასა და ამომრჩევლის მოსყიდვაში არიან დამნაშავეები.

მოლდოვის იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნის შემდეგ, კიშინოვის სააპელაციო სასამართლომ Inima Moldovei-სთვის პოლიტიკური აქტივობა 12 თვით შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო.

ორივე პარტია მხარს უჭერს მოლდოვის რუსეთთან დაახლოებას და ეწინააღმდეგება არსებული ხელისუფლების პროდასავლურ კურსს.

 Inima Moldovei უარყოფს ბრალდებებს და გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დევნას უწოდებს.

“ეს სამართლიანობა არ არის, იმ ბინძური სპექტაკლის ბოლო ეტაპი, რომელიც ხელისუფლებამ ერთადერთი მიზნით, ჩვენს გასაჩუმებლად შეიმუშავა” – ნათქვამია პარტიის განცხადებაში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay