105
აშშ ხელს შეუწყობს მშვიდობის უზრუნველყოფას მას შემდეგ, რაც უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხი მოგვარდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
“ომის მოგვარების შემდეგ, ჩვენ ხელს შევუწყობთ მშვიდობის უზრუნველყოფას და ვფიქრობ, რომ საბოლოოდ ეს მოხდება. ვფიქრობდი, რომ პრეზიდენტ პუტინთან ჩემი ურთიერთობის გამო ყველაზე მარტივი შესათანხმებელი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი იქნებოდა. ამიტომ იმედგაცრუებული ვარ. საბოლოო ჯამში, თუ ნავთობის ფასები დაეცემა ან თუ რუსეთი ნავთობს ვერ გაყიდის, მათ სხვა გზა არ ექნებათ გარდა იმისა, რომ დათანხმდნენ. ევროკავშირის ან ნატო-ს ქვეყნები, როდესაც ისინი რუსეთისგან ნავთობს ყიდულობენ, ეს არ არის საუკეთესო რამ” – განუცხადა დონალდ ტრამპმა Fox News-ს