შაბათი, ივნისი 6, 2026
Home პოლიტიკა თეთრი სახლი სექტემბერის ბოლოს ნეთანიაჰუს უმასპინძლებს

თეთრი სახლი სექტემბერის ბოლოს ნეთანიაჰუს უმასპინძლებს

by admin

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ იერუსალიმში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ რამდენიმე დღის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 29 სექტემბერს, თეთრ სახლში შეხვედრაზე მიიწვია. ამავდროულად, ნეთანიაჰუმ ჰამასი გააფრთხილა და მოუწოდა, რომ ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას მძევლები არ დააზიანონ

შეხვედრა გაეროს გენერალურ ასამბლეაში ნეთანიაჰუს დაგეგმილი გამოსვლიდან მესამე დღეს გაიმართება.

ნეთანიაჰუს თქმით, ტრამპმა თეთრ სახლში 15 სექტემბერს სატელეფონო საუბრის დროს დაპატიჟა. მანვე დაამატა, რომ აშშ-ს პრეზიდენტთან “კარგი” სატელეფონო საუბარი მანამდეც არაერთხელ ჰქონია, მას შემდეგ, რაც ისრაელმა 9 სექტემბერს კატარში ჰამასის ლიდერებზე მიიტანა იერიში.

ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემდეგ ეს უკვე მეოთხე შეხვედრა იქნება ისრაელის ლიდერთან.

მანამდე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კატარში ვიზიტისას ისრაელისადმი მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა და დოჰაში ჰამასის ლიდერებზე იერიშის გამო არ გაუკრიტიკებია. მისი თქმით, ჰამასისთვის საუკეთესო გამოსავალი დანებებაა, მაგრამ არც მოკლე სამხედრო ოპერაციის საჭიროებას გამორიცხავს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay