შაბათი, ივნისი 6, 2026
Home საზოგადოება ჩეხეთის მთავრობამ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო ვალდებულებების შემოღება დაამტკიცა

ჩეხეთის მთავრობამ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო ვალდებულებების შემოღება დაამტკიცა

by admin

ჩეხეთის მთავრობამ დაამტკიცა სავიზო ვალდებულებების შემოღება ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი სოციალურ ქსელში წერს.

“ჩემი შეთავაზებით, [ჩეხეთის] მთავრობამ დაამტკიცა სავიზო ვალდებულებების შემოღება ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის.

ასეთ რეაგირებას ვახდენთ ადამიანის უფლებების უპატივცემლობაზე, დემონსტრაციების დარბევასა და სამოქალაქო საზოგადოების დასუსტებაზე. [აღნიშნული] ზომა საქართველოს ოფიციალურ პირებთან უვიზო მიმოსვლას აჩერებს”, – წერს ლიპავსკი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay