შაბათი, ივნისი 6, 2026
Home მსოფლიო პოლონეთის საჰაერო სივრცე რუსულმა დრონებმა დაარღვიეს

პოლონეთის საჰაერო სივრცე რუსულმა დრონებმა დაარღვიეს

by admin

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ ოფიციალურად დაადასტურა ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევა და მოსახლეობას, სამხედრო ოპერაციის დასრულებამდე სახლში დარჩენისკენ  მოუწოდა.

მედიის ინფორმაციით, პოლონელმა სამხედროებმა ღამით ჩამოაგდეს ობიექტები, რომლებმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვიეს.

დროებით დაიხურა ვარშავის, ლუბლინისა და ჟეშუვის აეროპორტები.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ობიექტების ჩამოგდება დაადასტურა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომ ეს რუსული უპილოტო საფრენი აპარატები იყო.

“მიმდინარეობს ოპერაცია, რომელიც დაკავშირებულია პოლონეთის საჰაერო საზღვრის მრავალჯერად დარღვევასთან. ობიექტების წინააღმდეგ არმიამ გამოიყენა იარაღი. მე მუდმივ კავშირში ვარ პრეზიდენტთან და თავდაცვის მინისტრთან. ოპერატიული სარდლისგან პირდაპირ მივიღე ანგარიში”, – წერია დონალდ ტუსკის მიერ  სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay