კვირა, ივნისი 7, 2026
Home მსოფლიო დონალდ ტუსკმა ნატო-ს გენერალურ მდივანს პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

დონალდ ტუსკმა ნატო-ს გენერალურ მდივანს პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

by admin

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ მან ნატო-ს გენერალურ მდივანს აცნობა “ობიექტების” მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის  დარღვევისა და მათ წინააღმდეგ მიღებული ზომების შესახებ, თუმცა კვლავ არ ახსენა, რომ ეს „ობიექტები“ რუსული იყო.

“მე ნატო-ს გენერალურ მდივანს ვაცნობე არსებული სიტუაციისა და იმ ქმედებების შესახებ, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ ჩვენი საჰაერო სივრცის დამრღვევი ობიექტების წინააღმდეგ. ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ,” – წერს ტუსკი Х-ზე.

10 სექტემბერს, ღამით, უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის შესაძლო დარღვევის შესახებ განაცხადეს.

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ ოფიციალურად დაადასტურა ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევა დ ამოსახლეობას, სამხედრო ოპერაციის დასრულებამდე სახლში დარჩენისკენ  მოუწოდა.

მედიის ინფორმაციით, პოლონელმა სამხედროებმა ღამით ჩამოაგდეს ობიექტები, რომლებმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვიეს.

დროებით დაიხურა ვარშავის, ლუბლინისა და ჟეშუვის აეროპორტები.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay