შაბათი, ივნისი 6, 2026
Home პოლიტიკა ნორვეგიის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია იმარჯვებს

ნორვეგიის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია იმარჯვებს

by admin

ნორვეგიის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით ნორვეგიის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, იონას გარ სტორეს „ლეიბორისტული პარტია“ იმარჯვებს.

ხმების 90 პროცენტის დათვლის შემდეგ ლეიბორისტულ პარტიას 28 პროცენტი აქვს.

ულტრამემარჯვენე „პროგრესის პარტია“ მეორე ადგილზე გავიდა თითქმის 24%-ით, ხოლო კონსერვატიული პარტია, თითქმის 15%-ით – მესამე ადგილზე.

სტორეს მემარცხენე ბლოკი 169 ადგილიან პარლამენტში , სავარაუდოდ, 87 ადგილს მოიპოვებს, ხოლო მემარჯვენე ოპოზიციური პარტიები, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ერნა სოლბერგი ხელმძღვანელობს, 82 ადგილს დაიკავებენ.

ნორვეგიის პარლამენტში უმრაველობის მოსაპოვებლად 85 მანდატია საჭირო

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay