შაბათი, ივნისი 6, 2026
Home კულტურა აქციაზე მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო – შსს

აქციაზე მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო – შსს

by admin

შსს-ს განცხადებით, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან გამართულ აქციაზე მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

“ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველები შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

მელიქიშვილის გამზირზე, მოქალაქეებს შორის დაპირისპირება დღის მეორე ნახევარში მოხდა, ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა, სიტუაციის განმუხტვისა და კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი ზომები გაატარეს”. – წერია შსს-ს განცხადებაში.

მელიქიშვილის გამზირზე, სადაც კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან აქცია გაიმართა, შტაბიდან გამოსული ტიტუშკები პროტესტის მონაწილეებს თავს დაესხნენ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay