108
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ისაუბრეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.
“განვიხილეთ უსაფრთხოების გარანტიები, თავდაცვის სფეროში უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისა და პარტნიორებთან თანამშრომლობის საკითხები. პუტინს მხოლოდ ძალის ენა ესმის და მას ამ ომის დასრულება არ სურს. ჩვენს მიზანს ხანგრძლივი მშვიდობა წარმოადგენს და ჩვენ ამას უნდა მივაღწიოთ” – წერს ანდრეი ერმაკი X-ზე