შაბათი, ოქტომბერი 31, 2026
Home მსოფლიო კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდება – კანადის მთავრობა

კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდება – კანადის მთავრობა

by admin

კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდება. ამის შესახებ კანადის მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც 29-30 ოქტომბრის ევროკავშირი-კანადის სამიტის შემდეგ გამოქვეყნდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანადის პრემიერ- მინისტრმა მაკრ კარნიმ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ალიანსი მომავლისთვის” ჩამოაყალიბეს – ახალი პარტნიორობა, რომელიც ეფექტიანად გამოიყენებს კანადის, ევროკავშირისა და მსგავსი ღირებულებების მქონე სხვა ქვეყნების სტრატეგიულ შესაძლებლობებს საერთო გამოწვევების დასაძლევად.

„პარალელურად, კანადა და ევროკავშირი მუშაობენ რაც შეიძლება ღრმა პარტნიორობისკენ – გაწევრიანების გარდა – და კანადა გახდება ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი. მომდევნო თვეების განმავლობაში კანადა და ევროკავშირი განსაზღვრავენ წევრობის ამ ფორმის არსს, მასშტაბსა და ჩარჩოს”, – ნათქვამია განცხადებაში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay