103
ვლადიმერ პუტინის იმპერიალისტური გეგმა უკრაინის დაპყრობით არ დასრულდება და ეს მხოლოდ დასაწყისი იქნება. ყოველდღიურად, რუსეთი ინტენსიურ ჰიბრიდულ თავდასხმებს ახორციელებს, მათ შორის ჩვენს ინფრასტრუქტურაზეც.
აშშ საკუთარი ინტერესების გადაფასებას ახდენს. ჩვენც, ევროპაში, ჩვენს ინტერესებს უნდა გადავხედოთ, ყოველგვარი ფუჭი ნოსტალგიის გარეშე. აშშ კვლავ ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება, მაგრამ ნათელი ხდება, რომ ეს ურთიერთობა უფრო მეტად კონკრეტულ საკითხებსა და ინტერესებზე დამოკიდებული იქნება – აცხადებს გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი