ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
Home კულტურა ოქტომბრისთვის შორი მანძილის ოპერაციები დავამტკიცეთ, რუსეთის ნავთობის ინდუსტრია გრძნობს და მომავალშიც იგრძნობს უკრაინულ გავლენას – ვოლოდიმირ ზელენსკი

ოქტომბრისთვის შორი მანძილის ოპერაციები დავამტკიცეთ, რუსეთის ნავთობის ინდუსტრია გრძნობს და მომავალშიც იგრძნობს უკრაინულ გავლენას – ვოლოდიმირ ზელენსკი

by admin

უკრაინამ ოქტომბრისთვის შორი მანძილის დარტყმები დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაში ავრცელებს.

ზელენსკის თქმით, თავდაცვის სამინისტროსთან, სამხედროებთან და უკრაინული იარაღის წარმოებაზე პასუხისმგებელ პირებთან თათბირის შემდეგ დამტკიცებულ იქნა შორი მანძილის ოპერაციები ოქტომბრისთვის.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ნავთობის ინდუსტრია გრძნობს და მომავალშიც იგრძნობს უკრაინულ გავლენას.

“პირველი: დავამტკიცეთ ჩვენი შორი მანძილის ოპერაციები ოქტომბრისთვის. მეორე: განვსაზღვრეთ წლის ბოლომდე ჩვენი F-16-ებისთვის საჭირო მიწოდებების მიმართულებები. არის კონკრეტული ქვეყნები, რომლებთანაც ვთანხმდებით კონკრეტულ საავიაციო პაკეტებზე. უახლოეს დროში იქნება გაძლიერება…

დღეს იყო შორი ოპერაციების შესახებ ჩვენი სამხედროების ანგარიშები – უახლოესი დროისთვის პრიორიტეტებზე, ოპერაციებზე, რომლებსაც ვამზადებთ.

შორი მანძილი დარტყმების სფეროში უკრაინის ყველა საკვანძო ამოცანა სრულდება, და რუსეთის ნავთობის ინდუსტრია გრძნობს, და მომავალშიც იგრძნობს უკრაინულ გავლენას,” – წერს ზელენსკი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay