103
უკრაინისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიმდინარე კვირას ბუდაპეშტში შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ X-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
“მიმდინარე კვირას ბუდაპეშტში შევხვდები ანდრეი სიბიგას, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, უნგრულ-უკრაინული ურთიერთობების განსახილველად. დიალოგის გვჯერა და ყოველთვის მზად ვართ საუბრებისთვის. მაგრამ ბურთი უკრაინის მოედანზეა, ნამდვილი პროცესი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ზაკარპატიეს უნგრელების წართმეული უფლებები სრულად აღდგება”, – წერს სიიარტო