ორშაბათი, ივნისი 8, 2026
Home საზოგადოება მამუკა ხაზარაძემ საპატიმრო დატოვა

მამუკა ხაზარაძემ საპატიმრო დატოვა

by admin

“ლელო- ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძე რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

ციხესთან მას ოჯახის წევრები და პარტიის წარმომადგენლები დახვდნენ.

მიხეილ ყაველაშვილმა პარტია “ძლიერი საქართველო – ლელოს” ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა. როგორც ყაველაშვილი აცხადებს, “მიუხედავად სხვადასხვა გარემოებებისა, პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება”.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 23 ივნისს პარტიის ოფისში დააკავეს. მათი დაკავება მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით მოხდა, რომელმაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ორივე ლიდერი დამნაშავედ ცნო

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay