72
ისრაელი ქალაქ ღაზის 40%-ს აკონტროლებს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა განაცხადა.
“დღეს ჩვენ ქალაქ ღაზის 40%-ს ვაკონტროლებთ. მომდევნო დღეებში ოპერაციას გავაფართოებთ და გავაძლიერებთ. ჩვენ გავზრდით ზეწოლას „ჰამასზე“ იქამდე, ვიდრე ის არ განადგურდება. ჩვენ ყველგან გავაგრძელებთ მათ დევნას. უახლოეს დღეებში ოპერაცია გაფართოვდება და გაძლიერდება”, – განაცხადა დეფრინმა