სამშაბათი, ივნისი 9, 2026
Home მსოფლიო ევროპელები მზად ვართ, უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველვყოთ იმავე დღეს, როდესაც სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდება – ემანუელ მაკრონი

ევროპელები მზად ვართ, უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველვყოთ იმავე დღეს, როდესაც სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდება – ემანუელ მაკრონი

by admin

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ელისეის სასახლეში შეხვედრის დაწყებამდე საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა, ემანუელ მაკრონმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

“დღეს ორმხრივი შეხვედრა გვექნება. ხვალ “მსურველთა კოალიციის”შეხვედრა შედგება, რომლის შედეგიც, არ ვიცი რომელ დღეს, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები იქნება”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროპა უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფისთვის მზად არის.

“ევროპელები მზად ვართ, რომ უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველვყოთ იმ დღესვე, როდესაც სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდება”, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay